ახალი ამბები
რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 36 960 ღერი უაქციზო სიგარეტის  შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საქონელი ჩამოერთვათ.

საქმეზე არსებული მასალები კი შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print