რეგიონი
განმუხურში ზღვაში მამაკაცს ეძებენ
სოფელ განმუხურში ზღვაში მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ზღვაში დასაშვებ ზღვარს მიღმა შევიდა, მალევე მისი კვალი დაიკარგა.

როგორც რადიო "ათინათს" ადგილზე მყოფმა პირმა უთხრა, მამაკაცს დაახლოებით ნახევარი საათია ეძებენ.

ადგილზე იმყოფებიან მაშველები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე სამძებრო სამუშაოები წყალსა და ხმელეთზეც მიმდინარეობს.
Print