ახალი ამბები
ვლაქერნობის დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ზუგდიდში 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამდივნო 14 და 15 ივლისს ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს. რადიო "ათინათი" განრიგს უცვლელად გთავაზობთ:

14 ივლისი:

15:00 - საღამოს ღმრთისმსახურება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში;

19:00 - ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება დოკუმენტური ფილმის, ,,სიმონიკა დადიანის დაბრუნება“ ჩვენება

00:00 - ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება ღამისთევის ღმრთისმსახურება - საღმრთო ლიტურგია.

15 ივლისი:

9:00 - ზუგდიდისა და ცაიშის და გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე, სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოასვენებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსან სამოსელს, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს, რომელთა თანხლებით სალიტანიო მსვლელობა გაიმართება ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით;

10:00 - ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, თითოეულ მორწუნეს შესაძლებლობა ექნება მიეახლოს და თაყვანი სცეს სიწმინდეებს, რომელიც წმინდა საკურთხევლიდან გადმობრძანებულ იქნება ტაძრის ცენტრალურ, შუა ნაწილში.

13:00 - ზუგდიდის არტ-გალერეაში, გაიმართება ზვიად ჭუმბურიძის წიგნის წიგნის, ,,პატრიარქის მოგზაურობა ათონის წმინდა მთაზე“ პრეზენტაცია.



Print