ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთში „ოთხოზორია - ტატუნაშვილის“ სიის საპასუხო სია მომზადდა
ვეტერანთა საზოგადობრივი ორგანიზაცია „არუაა“ დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ „ხიშბა- სიგუას“ სიის მიღების წინადადებით მიმართვას. ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ვეტერანთა განცხადებით, ქართული მხარის „სანქციურ სიებს“ „არანაირი კავშირი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევასთან გაღრმავდეს ნდობა კონფლიქტის მხარეებს შორის. ეს ზომები კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ჩიხში შეჰყავს საერთაშორისო მედიატორები“.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ სიის უახლოეს დროში განხილვას და დამტკიცებას ითხოვენ.  მასში შესულია საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, კავშირს აქვთ სამხედრო დანაშაულებებთან, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობასთან.

სია სულ 26 ადამიანისგან შედგება, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ყოფილი მინისტრებიც არიან: ბაჩო ახალაია, სოსო ახალაია, ირაკლი ბათიაშვილი, სლავა ბიგვავა, ავთანდილ ბულისკერია, რობერტ გამისონია, ზაზა გოგავა, ბეჟან გოლანძია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზაზა კაკულია, მეგის ქარდავა, გია ყარყარაშვილი, დავით კეზერაშვილი, თენგიზ კიტოვანი, მამუკა ყურაშვილი, იუსუპ ლაკაევი, ვანო მერაბიშვილი, დავიდ იორაშვილი, ემზარ ფონიავა, მიხეილ სააკაშვილი, ალიკა სამუშია, ბესიკ თოფურია, ომარ ხარჩილავა, მანუჩარ ჩანგელია, რომან შამათავა, დავით შენგელია.




Print