ახალი ამბები
სოხუმის ქუჩები დაიტბორა (ფოტო, ვიდეო)
სოხუმში დილიდან კოკისპირულად წვიმდა, რის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბანი დაიტბორა. ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები დილიდან „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა გაავრცლეს, თუმცა აფხაზურ მედიასაშუალებებს ამის შესახებ აქამდე არაფერი დაუწერიათ.

რადიო „ათინათი“ სოხუმის მცხოვრებს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ დილიდან გადაუღებლად წვიმდა, თუმცა, ამ დროისათვის არ წვიმს და წყალიც იწრიტება. მისივე თქმით, ძლიერი წვიმის დროს სოხუმში მსგავსი პრობლემები ხშირია.

ფოტო, ვიდეო: დავით ჟვანია
Print