რეგიონი
ვლაქერნობას ზუგდიდში პატრიარქის თანამოსაყდრე ესწრება
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ესწრება. ის ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და საზეიმო წირვა-ლოცვას შეუერთდა, რომელსაც მეუფე გერასიმე აღავლენს. მეუფე შიომ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათიდან დაიწყო. ღვთისმშობლის სამოსელი დადიანების სასახლიდან მსვლელობით მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს. მის მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრევლი ჩამოვიდა.
Print