ახალი ამბები
ზედა ეწერში მოსწავლის მიმართ შესაძლო ბულინგის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლის მიერ შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. რადიო „ათინათს“ უწყებაში უთხრეს, რომ საქმეს სს კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით იძიებენ.

რაც შეეხება თავად ფაქტს, რომელსაც ამავე სკოლის სადისციპლინო კომიტეტი სწავლობდა, განათების სამინისტროში გვითხრეს, რომ ბულინგი არ დადასტურდა.

რადიო „ათინათი“
სკოლის დირექტორთან დაკავშირებას რამდენჯერმე ეცადა, თუმცა ლია არღვლიანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას კლასელები ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. არასრულწლოვნის დის მონიკა მანიას თქმით, ამის შესახებ იცოდა დირექტორმა ლია არღვლიანმა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

თავად არღვლიანმა მაშინ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მას ცილი მიზანმიმართულად დასწამეს, თუმცა რა მიზნით, მისთვის უცნობია.

ამავე თემაზე:

რესურსცენტრი ზედაეწერის სკოლის დირექტორისა და მოსწავლეების მხრიდან შესაძლო ბულინგის ფაქტს შეისწავლის
Print