ახალი ამბები
მესტიის მერი:ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, სახლების გარდა, 4 მილიონამდეა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ოთხ მილიონ ლარს მიაღწია. ჟორჟოლიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ საუბარია საავტომობილო და შიდა სასოფლო გზებზე, ხიდებზე, ელექტროგადამცემ ხაზებსა და მიწის ნაკვეთებზე.

„გეოლოგების დასკვნის შემდეგ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა, ზარალი 4 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება სახლებს, უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, სტიქიის ზონაში და რამდენიმე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება არის თუ არა შესაძლებელი. სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად შესაბამისი ზარალის ოდენობაც“, - გვითხრა მერმა.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი და სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

ამავე თემაზე:

მესტიის მერი: ზარალის საბოლოო ოდენობა მომავალ კვირაში იქნება ცნობილი
Print