რეგიონი
მიხეილ ხუბუტია ზუგდიდის მერის მოადგილეზე: ნარკოტიკებზე შეამოწმეთ
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში ზუგდიდის მერის მოადგილის გია გულორდავას წინააღმდეგ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. ხუბუტია წერს, რომ გულორდავამ მას საზოგადეობა მოატყუებინა, როცა საცურაო აუზისთვის ერთი ჰექტარი მიწის გადაცემას დაპირდა.

"ძვირფასო ზუგდიდელებო! 29 მაისს მივედი მერიაში გულორდავასათან და ვთხოვე, 20 ჰა მიწას ყიდის ადამიანი ერგეტაში და მინდა ვიყიდო, მეცხოველეობის ფერმა გავაკეთო!!! იქ მე წილში ვარ და ვიფიქრებო! საზოგადოება მომატყუებინა, რომ აუზისთვის ერთი ჰა მიწა მისცეს. ახლა უარი მითხრა!", - ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.




გარდა ამისა, ხუბუტია მერის მოადგილის ნარკოლოგიურ შემოწმებასაც ითხოვს.

"შეამოწმეთ ნარკოტიკებზე, ვინაიდან ფხიზელი ადამიანი ვერ იგრძნობს თავს ზუგდიდის მეპატრონედ და არ დაიკვეხნის, რომ ის ბიძინამ დანიშნა თავკაცად", - წერს ბიზნესმენი.

თავად გია გულორდავა ამბობს, რომ მერის აუზისთვის მიწის გადაცემაზე ხუბუტიასთვისუარი არ უთქვამს, რაც შეეხება ერგეტის მიწას, რომელზეც ბიზნესმენი ამავე პოსტში წერს, გულორდავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი.

"გაოგნებული ვარ. არ მჯერა, რომ მართლა მან დაწერა ჩემზე, რომ ნარკოტიკებზე შემამოწმონ. გაარკვიეთ, იქნებ, მისი არ არის", - გვითხრა გულორდავამ.

გასულ კვირაში მიხეილ ხუბუტიამ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, რომელშიც პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები და პედაგოგები არიან გაწევრიანებულები, წერილი გამოაქვეყნა. წერილში გია გულორდავა ხუბუტიას აუზის სანაცვლოდ ავტორალისთვის ტრასის მოწყობას სთავაზობს.


ამავე თემაზე: ზუგდიდის ვიცე-მერმა მიხეილ ხუბუტიას აუზის ნაცვლად ავტორალისთვის ტრასის მოწყობა შესთავაზა
Print