ახალი ამბები
თეთნულდზე ჩარჩენილი მეორე ტურისტი მეორე დღეა ვერ გამოჰყავთ
მესტიაში, თეთნულდზე მყოფი ერთ-ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

„სამწუხაროდ, ის ადგილი, სადაც ტურისტია ჩარჩენილი, მიუვალია უამინდობის, ნისლის და თოვლის გამო“, - აღნიშნეს სააგენტოში.

მათივე ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და სამთო მაშველები არიან ჩართულები.

ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გუშინ მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს.

ამავე თემაზე:

ერთ-ერთი უკრაინელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს (ვიდეო)
Print