რეგიონი
სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
21 და 22 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვები საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშიდება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 21 და 22 ივლისს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე.

Print