რეგიონი
"ევროპული საქართველო" დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს
პარტია „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს 18:00 საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგენს. პარტიის წევრების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

Print