ახალი ამბები
ჩხოროწყუში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება
ჩხოროწყუში, სოფელ ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია ერთ-ერთი ადგილობრივის გელა ხუნტუას საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ჩასატარებელ სამუშაოებზე.

ამავე დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ზედაპირული დაზვერვები კოლხეთის დაბლობზე სამთამადნო ცენტრების არსებობას ადასტურებს, კონკრეტულად ლეწურწუმეს უბან ჯუმითში კი დიდი რაოდენობით რკინის მეტალურგიული ნარჩენები, ე.წ. წიდები იპოვეს. გარდა ამისა, 1972 წელს ჯუმითის მახლობლად სოფელ ჭოღაში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად რკინის წარმოების წინაანტიკური ცენტრიც აღმოაჩინეს.

„კოლხეთის ტერიტორიებზე არსებულ მეტალურგიული საქმის არქეოლოგიური კვლევა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ცოდნას ამ რეგიონში არსებულ წინარე ანტიკური მეტალურგიული სახელოსნო ცენტრების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 19 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს.

ტენდერში, რომლის ღირებულება 11 ათას ლარზე მეტია, წინადადებები 27-დან 30 ივლისის ჩათვლით მიიღება.

Print