ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციათა სამსახური: თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტი გარდაცვლილია
მესტიაში, თეთნულზე ხუთი დღის წინ ჩარჩენილი უკრაინელი ალპინისტი გარდაცვლილია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ ცხედრის ამოსაყვანად სამუშაოები სამშაბათამდე ვერ განახლდება, ამის მიზეზი კი უამინდობაა. რაც შეეხება ცნობას მისი გარდაცვალების შესახებ, სააგენტოში ამბობენ, რომ ის მეორე ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შემდეგ ვერტმფრენიდან დათვალიერების დროს აღმოაჩინეს.

„უკვე გამზადებული ვერტმფრენი ვერ გაფრინდა დღეს უამინდობის გამო. ამინდის შევცლის მიზეზით ოპერაცია ხვალაც ვერ განხორციელდება. ტურისტი, რომელიც გარდაიცვალა, იყო რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით გადარჩენილი ალპინისტისგან, ფაქტობრივად, ხევში იყო. იყო ვარიანტი, რომ ცოცხალი ძალის მეშვეობით ამოგვეყვანა ცხედარი, თუმცა ზვავსაშიშროების გამო, მაშველების უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დადგებოდა ასეთ შემთხვევაში“, - ამბობენ სააგენტოში.

საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი სამთო მაშველებთან ერთად ცხედრის ამოსაყვანად სამშაბათს გაფრინდება.

ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა. მომხდარიდან მეორე დღეს მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს.

ამავე თემაზე:

თეთნულდზე ჩარჩენილი მეორე ტურისტი მეორე დღეა ვერ გამოჰყავთ
Print