ახალი ამბები
თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტის ცხედრის ამოსაყვანად სამუშაოები განახლდა
თეთნულდზე ერთ-ერთი უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოსაყვანად სამუშაოები დღეს დილით განახლდა. ვერტმფრენი თბილისიდან მესტიის მიმართულებით 07:00 საათზე გაფრინდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.

მესტიაში რამდენიმე დღის წინ ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეორე ტურსიტი, რომლის ამოყვანაც ამინდის გაუარესების გამო ვერ მოახერხეს, გარდაცვლილია.

ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციათა სამსახური: თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტი გარდაცვლილია



 

Print