ახალი ამბები
მესტიაში ჩარჩენილი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა მესტიაში, თეთნულდზე, დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მესტიაში რამდენიმე დღის წინ ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, ხოლო მეორე უამინდობის გამო ვერ ამოიყვანეს.


ამავე თემაზე:

თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტის ცხედრის ამოსაყვანად სამუშაოები განახლდა
Print