ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში საუკეთესო სოფელს გამოავლენენ
დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, გენადი გაგულიას განკარგულებით, დამტკიცდა კონკურსის „წლის საუკეთესო სოფელი“ ჩატარების პირობები. "გალ-ინფოს" ინფორმაციით, კონკურსის მიზანია სოფლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კეთილმოწყობის საკითხების მოგვარებაში, ეკოლოგიის შენარჩუნების და სოფლების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

„კონკურსის კონკურსის ძირითადი მიზანია ნაციონალური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნება სოფლებში, სულიერი და მორალური ღირებულებების განვითარება, საგანმანათლებლო და კულტურილი დონეების ამაღლება სასოფლო დასახლებულ პუნქტებში», - აღნიშნულია მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ნებისმიერ სოფელს შეუძლია.

გამარჯვებულის გამოსავლენად ძირითადი კრიტერიუმები იქნება: კეთლმოწყობა, ქუჩების სისუფთავე, მოვლილი სახლები, არასანქცირებული ნაგავსაყრელების არარსებობა, საბავშვო და სპორტული მოედნების ქონა, მოწესრიგებული საზგოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ტურისტული ობიექტები, სპორტული გუნდების მიღწევები და ა.შ.

კონკურსი „საუკეთესო სოფელი“ ყოველწლიურ სახეს მიიღებს.



Print