ახალი ამბები
სოზარ სუბარი ხაიშის მოსახლეობას კვლავ შეხვდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი დღეს, ხაიშის მოსახლეობას შეხვდება. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. სუბარის ინფორმაციით, პროცესში აქტიურად ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო ერთ კვირაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები თავად შეხვდებიან მოქალაქეებს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ.

ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ხაიშის ცენტრალური გზა, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო, წუხელ გაიხსნა. ადგილორივების თქმით, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია და მათი მოთხოვნა მაკონტროლებელი ორგანოების ხეობიდან გასვლის შესახებ დაკმაყოფილდა.

„დღეს არ გვექნება აქცია, უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებით და კვლავ გავაცნობთ ჩვენს გეგმებს“, - ამბობენ ადგილობრივები.

ხაიშში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი შევიდა. ხაიშელებმა და ჭუბერელებმა სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ითხოვდნენ, რომ მათ ტერიტორია დაეტოვებინათ. ისინი ამბობდნენ, რომ ადგილობრივები უკანონოს არაფერს სჩადიან და ხე-ტყის მოპოვება მათი ერთადერთი შემოსავალია.

ამავე თემაზე:

ხაიშში მოლაპარაკებები დასრულდა - სპეცრაზმი და ფინანსური პოლიცია ტერიტორიას ტოვებს
Print