მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ლეხზირის მყინვარის ნაწილის
ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ხვალიდან საავტომობილო გზა გაიხსნება და
"მესტიაჭალაზე"მიმდინარე სამუშაოები გაგრძელდება.
„გუშინ ღამე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო
ინფორმაცია მყინვარ „ლეხზრზე“ მდინარის დაგუბების შესახებ.
საფრთხეების პრევენციის მიზნით დროებით ჩაიკეტა ხეობაში შესასვლელი
გზა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მყინვარის
ტერიტორიაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, წუხელ, ღამის საათებში
მიავლინა ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი. პირველადი ინფორმაციით,
საფრთხეები უკვე აღარ არსებობს. აღნიშნული პროცესების შესახებ,
საბოლოო დასკვნა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უახლოეს
მომავალში დაიდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
გარემოს ეროვნული სააგენტო
ლეხზირში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
მასალის გამოყენების პირობები