რეგიონი
სოფელ ჭაქვინჯში აჭარელი ეკომიგრანტების დასახლებაში წლის სისტემის მოწყობა იგეგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში, ბაღმარანის უბანში მცხოვრებ აჭარელ ეკომიგრანტებს წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, მალე აღარ ექნებათ. მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული დასახლების, სადაც 10-მდე ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი მზად აქვს.

სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა და ის 23 აგვისტოს დასრულდება. წყალმომარაგების ქსელის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათას ლარზე ოდნავ მეტი გამოიყო.

პროექტის მიხედვით, 14 ოჯახის წყლით მომარაგება დასახლების მახლობლად მდებარე ერთ-ერთი წყაროდან მოხდება.

სოფელ ჭაქვინჯში აჭარლები, დაახლოებით, 30 წელია ცხოვრობენ. ისინი წლებია წყალს ასეულობით მეტრიდან ხელით ეზიდებიან. დასახლებაში სულ 50-მდე ადამიანი ცხოვრობს.


ამავე თემაზე: აჭარელი ეკომიგრანტები სამეგრელოში (ვიდეო)
Print