ახალი ამბები
მიხეილ ხუბუტიას ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს
რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი ნიკოლოზ ხუბუტია მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ოჯახის დამხმარე ქალმა გარდაცვლილი იპოვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამავე ცნობით, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი, იქვე იყო იარაღი.  ადგილობრივი მედია ამ დრომდე მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე წერს. საგამოძიებო უწყებაში კი არ ამბობენ, რა მუხლით არის აღძრული საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print