რეგიონი
ენგურის ხიდზე "ევროპული საქართველოს" წევრებმა სამშვიდობო აქცია გამართეს (ვიდეო)
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ენგურის ხიდზე სამშვიდობო აქცია გამართა. მათ აგვისტოს ომში დაღუპული გიმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ცაში სიმბოლურად ფერადი ფრანები გაუშვეს.

"დღეს ჩვენ ავღნიშნავთ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია, ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ომი საბოლოოდ საქართველომ მოიგოს და ქვეყანა განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა", - თქვა გიგი წერეთელმა.

მანამდე, პარტიის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული ზუგდიდელი მებრძოლების საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.



Print