პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს პრემიერი უახლოეს დღეებში წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხუთი რეგიონის, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ გუბერნატორებს. მინდა განვმარტო, რომ მე არ ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ რეგიონებში გუბერნატორები. ვაპირებ, რომ ერთიანად წარვუდგინოთ გუბერნატორები საზოგადოებას“, - თქვა პრემიერმა.

26 ივლისს მამუკა ბახტაძემ სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მასთან ერთად 5 რეგიონის - შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთისა ხელმძღვანელი პირები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ამ დრომდე რეგიონის გუბერნატორის მოვალეობას კობა ქანთარია ასრულებს.


ამავე თემაზე:

ლევან შონია:იმედს ვიქონიებ, ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის განვითარებისთვის
Print