რეგიონი
ტობავარჩხილზე დაკავებულის ადვოკატი: ბრალდებული სექსუალური იძულების მცდელობას აღიარებს
ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატის ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს. შოთა ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ სასამართლო საპროცესო შეთანმხების შესახებ პროკურატურისა და დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს",- უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

მამაკაცი ტობავარჩხილზე ორი დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე იძულების მცდელობის მუხლითაა აღძრული. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს
Print