ახალი ამბები
60-ზე მეტი დატბორილი სახლი, წაღებული თხილის მოსავალი და ჩარეცხილი გზები - სტიქია მარტვილში
მარტვილის სოფელ ჭყონდიდში წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა დატბორა სოფლის ცენტრში მდებარე ყველა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ასევე, ეზოები, წაღებულია თხილის მოსავლის უმეტესი ნაწილი. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოფლის გამგებელმა დავით ხუხუამ უთხრა. მისი ინფორმაციით, ჩარეცხილია შიდა საუბნო გზების ნაწილი. მარტვილში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ გაჭედილშიც, სადაც 15-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო და შიდა საუბნო გზებია დატბორილი.

სამეგრელო წუხელ საღამოდან ძლიერად წვიმს.

ფოტო: ინტერნეტი
Print