რეგიონი
წალენჯიხაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2 მოქალაქეს 4000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ამავე ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print