ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოსხნილია
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების მონიტორინგს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.

​"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და თბილისის თანამშრომლები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:


საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: აბაშის მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება

Print