ახალი ამბები
მარტვილში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედაგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ბანძაში, ჭყონში, სალხინოში, ტალერში, ვედიდკარში, თამაკონში.



მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა შიდა გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხუნწში კი მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ჩამოინგრა რომან თოფურიას საცხოვრებელი სახლი. მერიაში ამბობენ, რომ ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. დაზარალებულებს საცხოვრებელ ფართს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უქირავებს.

მარტვილში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს.

ამავე თემაზე:


აბაშის მერია სტიქიაზე: საფრთხე აღარ არსებობს
Print