რეგიონი
სენაკში სტიქიის დროს დაზიანებული საავტომობილოს ნაცვლად დროებითი ხიდი მოეწყობა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად ჩამოშლილი ლეძაძანე-კვაუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის ნაცვლად, დროებითი ხიდი მოეწყობა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთი გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ეს სწორედ ის ხიდია, რომელიმც ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

ამავე ცნობით, ადგილზე არსებულ ვითარებას აავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა გაბუნია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გეოლოგები ეცნობიან.

სენაკში დილიდან გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ირეცხება ქალაქის შიდა ქუჩები და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები. პარალელურად ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია მუშაობს.

უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო გზები ჩამორეცხა, საავტომობილო ხიდები დააზიანა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.


ამავე თემაზე:


სოფელ ურთაში ლეფეტერეს უბანში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

Print