ახალი ამბები
სენაკში ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობა დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ, ბურჯების მოწყობის და დროებით ხიდამდე მისასვლელი გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას დაავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  ამავე ცნობით, დღესვე მოხდება დროებითი ხიდის კონსტრუქციის ტრანსპორტირება, რის შემდეგაც განხორციელდება ხიდის მონტაჟი.

ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი, 10 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.


„გზების დეპარტამენტი, უმოკლეს დროში განხორციელებს ხიდის აღდგენას და მოსახლეობას საშუალება ექნება განახლებული ხიდით ისარგებლოს“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა გაბუნიამ, რომელიც რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა
Print