ახალი ამბები
ჯვარში კარიერზე მუშაობისას მამაკაცი დაიღუპა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, კარიერზე მიმდინარე სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორის ქვეშ მოყვა.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

50 წლამდე მამაკაცის დაღუპვის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print