ახალი ამბები
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი მოეწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხიდის კონსტრუქცია 4 დღეში ააწყო.

ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

ამავე თემაზე:

სენაკში ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობა დაიწყო
Print