რეგიონი
სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში მგზავრობის ღირებულებას არ გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები.

"უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება", - ამბობენ მერიაში.

აღნიშნულ მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯება.


ამავე თემაზე:

ლაშა გოგია ზუგდიდელ სტუდენტებს უფასო მგზავრობას დაჰპირდა
Print