რეგიონი
რას ფიქრობენ სოხუმში საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე
თუ საქართველო ნატოში შევა, კარგია თუ ცუდი ეს აფხაზეთისთვის? ამ კითხვით მიმართა მოქალაქეებს სოხუმელმა ჟურნალისტმა, რომელმაც „ეხო კავკაზას“ერთ-ერთი რუბრიკისთვის ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.

ხაჯარათ ხვარცკია: ... ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო დაიწყებს საქართველოს შეიარაღებას. ვის წინააღმდეგ? ბუნებრივია აფხაზეთის წინააღმდეგ. რა უნდა ქნან აფხაზებმა? აფხაზებს ისღა დარჩენიათ, შეიარაღდნენ საქართველოს წინააღმდეგ . ბუნებრივია, თუ ნატო დაეხმარება საქართველოს, რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს. ეს არაა ახალი ამბავი. ისევ უნდა ვიომოთ, იმ ოჯახში დაიწყოს ომი, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო. ღმერთი თვლის, რომ ეს წმინდა მიწაა. ჩვენც გვწამს ამის და აქ ომი არასოდეს იქნება. ვისაც ომი უნდა, გზა ხსნილია, წავიდეს საქართველოში და იქ იომოს...

რასიმ კამლია:
საქართველომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ ყველაფერი ნორმალურად იქნება. ამის გარეშე მათ ნატოში არ მიიღებენ. ან აფხაზეთთან ერთად უნდა შევიდნენ, ან აღიარონ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ისედაც ნათელია. არსებობს ნატოს დებულებები, თუ რა პირობით შეძლებს საქართველო ნატოში შესვლას. ეს არის და ეს.

ვალიკო ფაჩულია: ეს აფხაზეთისთვის ცუდია. ჩვენ ნატოს გარემოცვაში აღმოვჩნდებით. ის. რაც ცუდია რუსეთისთვის, აფხაზეთისთვისაც ცუდია. სხვა გზა არ არსებობს. ნატოში შესვლი შემდეგ ქართველები შეძლებენ რაღაც ინციდენტების, პროვოკაციების მოწყობას აფხაზეთი წინააღმდეგ. ეს ძალიან საშიში რამეა. ზოგადად, ეს ძალიან ცუდია, თუ გვერდით ნატო გვეყოლება, როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩვენთვის.

ახალგაზრდა მამაკაცი: ის, რომ ისინი ერთობლივ სწვლებებს ატარებენ, უკვე ცუდი ამბავია. ჯარის და ახალი ტექნიკის მობილიზაცია, ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა. სავარაუდოდ, ცუდად იმოქმედებს, თუ მათ ნატოში მიიღებენ. ალბათ, რაღაც სფეროების გაფართოებას შეძლებენ, სამხედრო ტექნოგლოგიების და ა.შ. მე ვთვლი, რომ ეს ცუდია. ჩვენთვის არაა მომგებიანი.

ლუდა: ამას არ ვისურვებდი. ნატო არის ის, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის. საზღვარი ერთი გვაქვს და მე ვთვლი, რომ ნატოს ჯარები არ უნდა მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვარს. დადგებიან იმ მხარეს, დაიწყებენ დაცვას, ალბათ ეცდებიან ჩვენზე რაიმე გავლენის მოხდენას. შესაძლოა, შეიარაღებულ კონფლიქტზეც წავიდნენ. ყველაფერი ხდება, ამიტომ, რა თქმა უნდა არასასურველია, რომ ისინი ჩვენს საზღვრებს მოუახლოვდნენ.

იგორი: მათ არ მიიღებენ, რადგან ისინი ნატოს სტანდარტბს ვერ პასუხობენ. სანამ მათ შიდა პრობლემები ექნებათ, ვერასოდეს შევლენ ნატოში. და, თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება...

მამაკაცი: რა თქმა უნდა ეს ჩვენზე ცუდად აისახება. კარგი არაფერია ამაში.

ოვიკი: რა თქმა უნდა, მაინც აისახება. რუსეთის იმედი გვექნება. მთავარია, ომი არ დაიწყოს. ომი, კი არა მგონია დაიწყოს.





Print