რეგიონი
ფესტივალის Echowaves პირველი დღე და სტუმრების შთაბეჭდილებები (ფოტო, ვიდეო)
ანაკლიაში მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ის მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე Juan Atkins, Dzijan Emin და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი წარსდგნენ. მათ, ფესტივალის სტუმრებს 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს.


„ის რასაც ექოვეივზე ვუკრავთ, არის ორკესტრისა და ტექნო მუსიკის სინთეზი. დიჟან ემინმა ჩემი მუსიკის ინტერპრერაცია მოახდინა და ელექტრონული მუსიკა საორკესტრო ნაწარმოებად გადრაქმნა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავენ ინსტრუმენტალისტები ტექნოს. სკოლოს პერიოდში კლასიკური მუსიკის განათლება მეც მაქვს მიღებული, მუსიკის თეორიასაც ვსწავლობდი, მაგრამ ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობაზე მანამდე არ მიფიქრია, ეს ფორმა ჩემთვის ახალი და საინტერესოა“, - თქვა Juan Atkins-მა.


ტურისზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ იორაშვილი ინფორმაციით, ღონისძიების პირველ დღეს Echowaves 4500-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.

„ფესტივალის პირველმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა. პირველივე დღიდან ოთხივე სცენა იყო დატვირთული და ბევრი საინტერესო არტისტი წარსდგა მსმენელის წინაშე“,- თქვა იორაშვილმა.

რაც შეეხება ჩამოსულ სტუმრების ნაწილს, ისინი ამბობენ რომ ანაკლიაში ოთხი დღის განმავლობაში დარჩებიან და სასურველ შემსრულებლებს დაელოდებიან.



„თურქეთიდან ჩამოვფრინდი, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი, შარშანაც ვიმყოფებოდი ანაკლიაში. EchoWaves კიდევ უფრო მაგარია. პირველ რიგში Solomun -ის მოსასმენად ჩამოვედი, რაც შეეხება დანარჩენ შემსრულებლებს, მათი სრული ჩამონათვალიც შესანიშნავია“, - ამბობს არონ თურანი.



ღონისძიება 23-26 აგვისტოს ორგანიზაცია Anaklia Entertainment Group-ის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ის ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ეწყობა.



Print