რეგიონი
საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება ანაკლიის ფესტივალის კიდევ 6 მონაწილეს გაუწიეს
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალის კიდევ ექვსი მონაწილე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს დილით მოათავსეს. მორიგე ექიმის ინფორმაციით, ხუთ მათგანს ინტოქსიკაციის ნიშენები ჰოქნდა, ხოლო ერთს თვითდაზიანებები აღენიშნებოდა. მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ერთის გარდა, ყველა პაციენტი გაეწერა.

"ანაკლიის ტერიტორიიდან ექვსი ახალგაზრდა შემოიყვანეს. ორს ალკოჰოლური, ორს კვებითი, ხოლო ერთ-ერთს გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. ერთს კი თვითდაზიანებები აღენიშნებოდა, დასერილი ჭრილობები ზედა კიდურებზე. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც კლინიკაში რჩება, მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მდგომარებოა სტაბილურია და ისიც მალე გაეწერება", - თქვა ჟანა ჩანგელიამ.

25 აგვისტოს ჰოსპიტალში ანაკლიის ტერიტორიიდან სამი ახალგაზრდა გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი გზაში გარდაიცვალა.

ფესტივალი Echowaves 23 აგვისტოს დაიწყო და ამ საღამოს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ანაკლიაში ირანის 3 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს






Print