რეგიონი
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერნიაში მიიწვია (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობის და ააიპ "ცენტრალური ბიბლიოთელის" ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან მთავრობის წარმომადგენლებს თითქმის სამი საათი ელოდებოდნენ, რეგიონის ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და თბილისის მერს კახა კალაძეს ესაუბრნენ. ამასთან, ისინი მოწერელიამ გუბერნიაში დაიბარა და უთხრა, რომ ყველა მათგანს მოუსმენს.

"ორშაბათს თერთმეტ საათზე გელოდებით ჩემთან. ყველას სათითაოდ მოგისმენთ", - უთხრა მათ გუბერნატორმა.

გამგეობიდან გათავისუფლებულია ადამიანები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და "ქართული ოცნების" ლიდერებს სწორედ ამ საკითხით დაინტერება სთხოვეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ისინი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას დაუპირისპირდნენ. ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურიდან გათავისუფლებას მას აბრალაებენ, რასაც წოწერია კატეგორიულად უარყოფს.

ახალ გუბერნატორს ასევე გაესაუბრა მოქალაქე ლალი ანთია, რომელიც, მის თქმით, ზუგდიდში შექმნილი ვითარებით არის უკმაყოფლო და ადგილობრივ ხელისუფლებას ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

პარტიის ლიდერებს ზუგდიდის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ბაზრის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს უთხრა, რომ ზუგდიდის მერიამ საკრებულოს წევრის მამას მათი კუთვნილი ღობე დაუკანონეს.

საუბარია შპს "სუპერმარკეტის" მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანების ჯგუფზე დაკანონდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა. 

ამავე თემაზე:

მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს შეხვედრას დაპირდნენ

"ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისთან ხმაურია




Print