ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიიდან წუხელ ღამის პირველიდან
დილის ცხრა საათამდე კიდევ ოთხი პაციენტი გადმოიყვანეს.
ამის შესახებ რადიო
,,ათინათს'' ჰოსპიტალის
კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მის ინფორმაციით, სამი
ალკოჰოლის ინტოქსიკაციით შეიყვანეს, ერთს კი შუბლის არეში ჭრილობა
აღენიშნებოდა.
"ისინი უკვე გაეწერნენ ბინაზე. ამ ეტაპზე ანაკლიიდან გადმოყვანილი არც
ერთი პაციენტი არ რჩება საავადმყოფოში", - თქვა ორჟონიამ.
ფესტივალ
Echowaves-ის მიმდინარეობის პერიოდში საავადმყოფოში 20-მდე
ახალგაზრდა შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება ანაკლიის ფესტივალის
კიდევ 6 მონაწილეს გაუწიეს
"ჩვენ გვინდა ანაკლია
ნარკოტიკის გარეშე"- ფეისბუქ მომხმარებლების რექცია
განმუხურში
ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს
ანაკლიაში ფესტივალის
ECHOWAVES სტუმარი გარდაიცვალა
მასალის გამოყენების პირობები