რეგიონი
სოხუმში ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი ვალტერ სანაიას შვილი გაიტაცეს
სოხუმში მოქალაქე გენადი სანაიას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გაუჩინარებულის კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს. 

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, საქმე დე ფაქტო რასპუბლიკის გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება დატელებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

1943 წელს დაბადებული გენადი სანაია ცხოვრობს სოხუმსა და მოსკოვში. ის ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას (დაიბადა ოჩამჩირეში, თამაშობდა, სოხუმის, თბილისის და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში) ვაჟია.

Print