ახალი ამბები
ზუგდიდის 4 სოფელში შიდა გზებს აღადგენენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა, რისთვისაც ჯამში 1 700 000 ლარი გამოიყო. კერძოდ, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 400 000 ლარი გამოიყო. რაც შეეხება ნარაზენის გზიდან საბეჭვაიომდე არსებულ გზას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის 200 000 ლარი დაიხარჯება.




სოფელ ოქტომბრის ცენტრიდან ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ახალკახათის გავლით, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე, გზის სარეაბილიტაციო მესამე ეტაპის სამუშაოებისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული.



ამდენივე დაიხარჯება გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი-ყულიშკარის საავტომობილო გზის რეაბილიტიაციის მეორე ეტაპისთვის. ოდიშში კი ცენტრიდან №1 სასაფლაომდე საავტომობილო გზა რეაბილიტირდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყოფა.

საუბარია რკინა-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნებისა და ეზოებში მისასვლელების მოწყობაზე.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება სექტემბრის შუა რიცხებში დასრულდება.

Print