რეგიონი
რუხში გამართულ რბოლაში დათა ქაჯაიამ გაიმარჯვა
რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, "საპარტნიორო ფონდისა" და მისი შვილობილი კომპანია "რუხის სავაჭრო ცენტრის" მიერ ინიცირებული ფესტივალი "გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში, ჩატარდა შეჯიბრება წყვილთა რბოლაში "რუხი გრანპრი-2018".

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე "რუხის სავაჭრო ცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე რბოლა "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას" ეგიდით, "თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციას" და შ.ს.ს. მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი "MIA-FOღჩE"-ის ორგანიზებით გაიმართა.

რბოლაში მონაწილეობა 12-მა ლიცენზირებულმა (პროფესიონალმა) ქართველმა ავტო მრბოლელმა მიიღო. მათ შორის, ევროპის ჩემპიონმა ძარიან ავტომობილებში დათა ქაჯაიამ, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლეგენდის კლასში კონსტანტინე კოლიაშვილმა, საქართველოს 3 გზის ჩემპიონმა ლეგენდის კლასში არჩილ ბიძინაშვილმა, საქართველოს და კავკასიის ჩემპიონებმა აღმართის დაძლევაში, საქართველოს ჩემპიონებმა და ექს ჩემპიონებმა საავტომობილო სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში: დავით ხაჩიძემ, გიორგი არჯევანიძემ, შოთა ბაბილოძემ, ოთარ თავართქილაძემ, ირაკლი ჩხეიძემ, გიორგი პირიევმა, ალექსანდრე ლომაძემ, ბორის საყვარელიძემ.

პირველი ადგილი შსს სპორტული კლუბის წევრმა დათა ქაჯაიამ, მეორე ადგილი ირაკლი ჩხეიძემ და მესამე ადგილი გოგა არჯევანიძემ დაიკავა.

"რუხის სავაჭრო ცენტრის" ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებას წყვილთა რბოლაში გულშემატკივარები , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რეგიონის სპორტული კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეჯიბრება წყვილთა რბოლაში "რუხი გრანპრი-2018"-ის მხარდამჭერი კომპნიები იყვნენ: "ლიბერთი ბანკი", "თეგეტა მოტორსი", "ლიდერბეთი", სადაზღვევო კომპანია "პრაიმი" "ლუკოილი" და კომპანია "არგო".

ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018" დასრულდა. ფესტივალმა ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება გაიმართა.

ფესტივალს სტუმრობდნენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, უცხოელი ვიზიტორები, ასევე, ფესტივალზე დასწრების მსურველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ფესტივალი "გზა ერთობისკენ რუხი-2018" მომავალ წელსაც გაიმართება და რეგიონში ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდება.

ამავე თემაზე:

რუხში შეჯიბრი ავტორბოლაში "გრან-პრი 2018" მიმდინარეობს (ვიდეო)

რუხი მოლის ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება



Print