რეგიონი
რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტით იმყოფება
რაულ ხაჯიმბა ოფიციალური ვიზიტით სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჩავიდა. აეროპორტში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ - მუალემი დახვდა. აფხაზურ დელეგაციაში, რომელსაც „პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პრემიერ - მინისტრი გენადი გაგულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა შედიან“, - წერს „აფსნიპრესი“.

ოკუპირებული აფხაზეთის და სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტები, მოლაპარაკებების მსვლელობისას, ორმხრივი თანამშრომლობის, აფხაზურ-სირიული ურთიერთობების განვითარების საკითხების განხილვას გეგმავენ. 

Print