ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მობილური აპლიკაციის შესაქმნელად 6 ათას ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მობილურ აპლიკაციას ქმნის, რისთვისაც 6 200 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის შექმნილ აპლიკაციაში რამდენიმე ქვეტაგეგორია ჩამოიშლება, რომელშიც მომხმარებლებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. სულ მერიისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ აპლიკაციაზე რვა პანელი განთავსდება:

*მუნიციპალური კალენდარი
• მუნიციპალური პროგრამები და პროექტები
• მუნიციპალური სერვისები
• მუნიციპალური ნებართვები
• მოითხოვე შენთვის საინტერესო ინფორმაცია
• მისწერე მერიას და საკრებულოს
• იდებისა და ინიციატივების ბანკი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისაათვის
• ტურიზმი და გართობა.

აპლიკაციის „IGovZugdidi“ გამოყენება „Android“-ისა და IOS“ოპერაციული სისტემის, სმარტფონებისთვის და ტაბლეტ კომპიუტერებისათვის იქნება შესაძლებელი.

მობილური აპლიკაციის შექმნის ვალდებულება მუნიციპალიტეტის საკრებულომ OGP - ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აიღო და მისი პარტნიორი ზუგდიდის მერიაა.

Print