Error
რეგიონი
ენგურის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
როგორც რადიო ათინათს, (UNDP) სათემო მონაწილეობისა და ბიზნეს გავითარების კოორდინატორმა ცირა კაკუბავამ განუმარტა ენგურის ხიდზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხიდის სრული რესტავრაცია  ამა წლის ოქტომბრამდე დასრულდება. ენგურის ხიდზე სხვა აღდგენით სამუშაოებთან ერთად  ხიდის სავალი ზედაპირის, სადრენაჟე  სისტემის აღდგენა გუდრონის ორი ფენით, რკინის მოაჯირების შეკეთება, შეღებვა და პოლივინქლორიდის სადრენაჟე მილების დამონტაჯება მოხდება. კაკუბავას განცხადებით სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ენგურჰესი“ შეასრულებს. ხოლო აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად  სამშენებლო კომპანიასთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ინჟინერი ველზე ყოველდრიურ  მონიტორინგს განახორციელებს. „პროექტის განხორციელების განმავლობაში არ შეიზღუდება ხიდზე სამანქანო და საფეხმავლო მოძრაობა, რადგან სამუშაოები განხორციელდება ორგანიზებულად და მოქალაქეებისთვის ხიდზე სავალი ნაწილის ერთი მონაკვეთი  ღია იქნება. ამავე დროს მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები ხიდზე მომუშავე და მასზე გამვლელთა დაზიანების თავიდან ასაცილებლად.“ - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში ცირა კაკუბავამ. კაკუბავა ასევე  დასძენს რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ  აფხაზებთან ნდობის გაღრმავებაში ორგანიზაციას თავისი წვლილი შეაქვს. ენგურის ხიდზე სარესტავრაციო სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის მიერ რუმინეთის მთავრობის, გაეროს ლტოლვილთა საბჭოს მეშვეობით ჰოლანდიის მთავრობის და ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print