რეგიონი
ზუგდიდის მერის სტიპენდია 11 სტუდენტს დაენიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას სტიპენდია 11 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო. ინფორმაციას მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მერის სტიპენდია დაენიშნა:

ერეკლე ჭულუხიძე
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი;

თამარ ჟვანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი;

ანა ძაძუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი;

მარიამ ქარცივაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი; 

ინგა ტიბუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი; 

მარიამ კვირკვია
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპა და ახლო აღმოსავლეთი მე-3 კურსის სტუდენტი; 

ანა ჩიმაკაძე
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საბაკავლარო საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი;

ნათია ჩილაჩავა
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი;

მარიამ კუკავა
- კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი;

ელენე გოგოხია
- კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსისის სტუდენი;

ვერიკო ჟგერენაია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსისის სტუდენტი;  

სტუდენტები მერის სტიპენდიას სასწავლო წლის მანძილზე თვეში 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.

დღესვე, კომისიის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტ დავით ესათიას, რომელიც ოქტომბერში სასწავლო ვიზიტით ბრიუსელსა და ჰააგაში მიდის, მგზავრობის ხარჯი დაუფინანსდა.


Print