ახალი ამბები
ანაკლიის პორტის საზღვაო აკვატორია სპეციალისტებმა და არქეოლოგებმა შეისწავლეს
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაციის ფარგლებში, ანაკლიის პორტის საზღვაო ტერიტორია სპეციალისტებმა შეისწავლეს და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ტერიტორია მშენებლობისთივს უსაფრთხოდ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

ამავე ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მსგავსი ტიპის ტექნიკურ სამუშაოებში გამოცდილი ბელგიური კომპანია „ადედე“ მოიწვია, რომლის სპეციალისტებმა და მყვინთავებმა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ საზღვაო აკვატორია და ზღვის ფსკერი შეისწავლეს.



მსგავსი ტიპის სამუშაოები 2017 წელს, სახმელეთო სამშენებლო პროცესის დაწყებამდე, ანაკლიის პორტის საინვესტიციო ტერიტორიის სახმელეთო ნაწილზეც ჩაატარა.

კონსორციუმის ცნობით, ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოების მოსამზადებელ პერიოდში, ასევე პორტის აკვატორია არქეოლოგიური კუთხითაც შეისწავლეს, შესაბამისი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო ჯგუფმა “ლოკუს-მრჩეველმა“ ჩაატარა. არქეოლოგების დასკვნით, ფსკერზე დაფიქსირდა ლითონის ელემენტები, ფრაგმენტები, ქვების ყრილები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობის ღირებულებას არ ატარებს.

პარალელურად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე საზღვაო სამუშაოებისთვის მზადება და მძიმე ტექნიკის მობილიზაცია გრძელდება.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტები საფრანგეთში ბიზნეს-სექტორს წარუდგინეს

Print