ახალი ამბები
ხალდეში მწვერვალიდან მაშველებმა ერთი ადამიანი ჩამოიყვანეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალდეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მწვერვალიდან უკრაინის მოქალაქე ჩამოიყვანეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, 35 წლის ქალმა ლაშქრობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Print