ახალი ამბები
ანაკლიის მომავლის ბანაკი დაიხურა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა. მოზარდებმა ფლეშმობი გამართეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბანაკის ოფიციალურ დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დასავლეთ სარდლობის სარდალი გენერალი გიორგი მათიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დესწრნენ.

პროგრამა „მომავლის ბანაკი“ არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.


Print