რეგიონი
ზუგდიდის მერის მოადგილე: გოგიას გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო
ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გოგიას გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალური ქსელის საშუალებით გაიგო.

“არაფერი ვიცი, ნამდვილად მოულოდნელი იყო მისი ეს განცხადება ჩემთვის. გოგიას გადაწყვეტილების მოტივი ჩემთვის უცნობია და მასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩამოვა ჩეხეთიდან და გაირკვევა ყველაფერი”, - თქვა ნანავამ.

რაც შეეხება ვიცე მერ გია გულორდავას შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას, ნანავას თქმით, არც ამასთან დაკავშირებით იცის რამე. თავად გულორდავა სამსახურში ჯერ არ გამოჩენილა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, თანამდებობის დატოვების შესახებ პოსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ, გვიან ღამით, დაწერა.



ამავე თემაზე:

ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება

Print