ახალი ამბები
ლაშა გვასალია: არ ვიცი, უკავშირდება თუ არა მერის გადადგომა ფარულ ჩანაწერებს
გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია მათაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგეს. ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გოგიას გადადგომა ფარულ ჩანაწერებს ან მის სუს-ში დაბარებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

“ჩემთან იყო ერთი პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ არსებობს ჩანაწერები, რომელშიც ჩანს კანონდარღვევები და თქვენ როგორ არ ხართ საქმის კურსშიო? ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა, რას უკავშირდება მერის გადადგომა, არ ვიცი”,-უთხრა ჟურნალისტებს გვასალიამ.

მერის გადაწყვეტილების მოტივი, როგორც თავად ამბობს, გაუგებარია, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიასთვისაც.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგია: მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება

ზუგდიდის მერის მოადგილე: გოგიას გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო
Print